გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 35:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 35:13

ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.

ფსალმუნი 35:13 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 35:13 კონტექსტში

35:11აღდგებიან ჩემ მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ.

35:12სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.

35:13ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.

35:14როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.

35:15ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემ წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 35:13

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 35

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში