
ლევიანი 24:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ერთი სამართალი უნდა გქონდეთ მდგმურისთვის და მკვიდრისთვის. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ლევიანი 24:22 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 24:22 კონტექსტში
24:20მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. რა ზიანიც მიაყენა ადამიანს, მასაც იგივე ზიანი უნდა მიაყენონ.
24:21პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი; ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
24:22ერთი სამართალი უნდა გქონდეთ მდგმურისთვის და მკვიდრისთვის. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
24:23გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს და გაიყვანეს მაგინებელი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. თავი ოცდამეხუთე
პარალელური ადგილები: ლევიანი 24:22
- გამოსვლა 12:49ერთი რჯული ექნეს მკვიდრსა და მდგმურს, თქვენ შორის რომ დგას.
- რიცხვთა 9:14თუ მდგმური გყავთ, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი პასექის წესისა და რიგის მიხედვით. ერთი წესი უნდა გქონდეთ მდგმურსაც და ქვეყნის მკვიდრსაც.
- რიცხვთა 15:15შენთვის, კრებულო, და მდგმურისთვის, რომელიც შენთან მდგმურობს, ერთი სამარადისო წესი უნდა იყოს თაობიდან თაობაში. თქვენი თანაბარია მდგმური უფლის წინაშე.
- რიცხვთა 15:16ერთი რჯული და ერთი წესი უნდა გქონდეთ თქვენ და მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს.
- რიცხვთა 15:29როგორც მკვიდრს ისრაელში, ასევე მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს, ერთი წესი გქონდეთ, როცა შეცდომა მოგივათ.
- ლევიანი 19:34როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენ შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- ლევიანი 17:10თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ და მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 24
სრულად წაიკითხე: ლევიანი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში