
ლევიანი 25:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა რაიმეს მიჰყიდი შენს თვისტომს ან რამეს იყიდი შენი თვისტომისგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს.
ლევიანი 25:14 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 25:14 კონტექსტში
25:12რადგან ზეიმია ეს, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის. ყანიდან ჭამეთ მისი მოსავალი,
25:13ამ ზეიმის წელს დაუბრუნდეს კაცი თავის სამკვიდრებელს.
25:14როცა რაიმეს მიჰყიდი შენს თვისტომს ან რამეს იყიდი შენი თვისტომისგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს.
25:15ზეიმის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი თვისტომისგან, მოსავლის აღების წლების ანგარიშით მოგყიდოს.
25:16თუ ბევრია წლები, გაზარდე ფასი; თუ მცირეა წლები, დაუკელი ფასს, რადგან მოსავლის ანგარიშით მოგყიდის.
პარალელური ადგილები: ლევიანი 25:14
- ლევიანი 19:13ნუ შეავიწროებ შენს თვისტომს, და ნუ გაძარცვავ; ნუ დაიტოვებ დილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს.
- ლევიანი 25:17ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და გეშინოდეს შენი ღვთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- ეზექიელი 22:12ქრთამებს იღებენ თქვენში, რომ სისხლი დაღვარონ; ვახშს და სარგებელს იღებ და ძალმომრეობით ყვლეფ შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე, ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 22:13აჰა, ხელი ხელს შემოვკარი შენი სიხარბის გამო, რასაც სჩადიხარ, და სისხლის გამო, რომელიც იღვრება თქვენ შორის.
- ამოსი 8:4ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა შთამთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო;
- ამოსი 8:7დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება, თუკი ოდესმე დავივიწყოო ერთი მათი ნამოქმედარიც კი.
- მეფეთა ა 12:3აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.
- მეფეთა ა 12:4უთხრეს: არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრივართ, არც ვინმესაგან რამე აგიღია.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 25
სრულად წაიკითხე: ლევიანი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში