გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ლევიანი 25:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლევიანი 25:31

ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა.

ლევიანი 25:31 · საქართველოს საპატრიარქო

ლევიანი 25:31 კონტექსტში

25:29თუ კაცი გალავნიან ქალაქში საცხოვრებელ სახლს გაყიდის, გაყიდვიდან ერთი წლის გასვლამდე შეეძლება გაყიდულის გამოსყიდვა. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს.

25:30თუ მთელი წლის გასვლამდე არ იქნა გამოსყიდული, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს თაობიდან თაობაში. ზეიმის წელს არ ჩამოერთმევა.

25:31ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა.

25:32ლევიანთა ქალაქები, მათი სამკვიდრებელი ქალაქების სახლები, ყოველთვის შეუძლიათ გამოისყიდონ ლევიანებმა.

25:33თუ ლევიანთაგან ვინმე გამოსყიდვას მოინდომებს, გაყიდული სახლი და მისი სამკვიდრებელი ქალაქი ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათი სამკვიდრებელია ისრაელიანთა შორის.

პარალელური ადგილები: ლევიანი 25:31

განაგრძე კითხვა: ლევიანი 25

სრულად წაიკითხე: ლევიანი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში