
ლევიანი 25:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლევიანთა ქალაქები, მათი სამკვიდრებელი ქალაქების სახლები, ყოველთვის შეუძლიათ გამოისყიდონ ლევიანებმა.
ლევიანი 25:32 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 25:32 კონტექსტში
25:30თუ მთელი წლის გასვლამდე არ იქნა გამოსყიდული, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს თაობიდან თაობაში. ზეიმის წელს არ ჩამოერთმევა.
25:31ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა.
25:32ლევიანთა ქალაქები, მათი სამკვიდრებელი ქალაქების სახლები, ყოველთვის შეუძლიათ გამოისყიდონ ლევიანებმა.
25:33თუ ლევიანთაგან ვინმე გამოსყიდვას მოინდომებს, გაყიდული სახლი და მისი სამკვიდრებელი ქალაქი ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათი სამკვიდრებელია ისრაელიანთა შორის.
25:34მათი ქალაქების გარშემო ყანების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო სამკვიდრებელია.
პარალელური ადგილები: ლევიანი 25:32
- იესო ნავეს ძე 21:1მივიდნენ ლევიანთა მამამთავრები ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელიანთა შტოთა მამამთავრებთან.
- იესო ნავეს ძე 21:45არ გაცუდებულა არცერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი ისრაელის სახლისთვის უთქვამს უფალს, ყველაფერი ახდა.
- რიცხვთა 35:1ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად:
- რიცხვთა 35:8ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ - ნაკლები, თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 25
სრულად წაიკითხე: ლევიანი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში