
ლევიანი 25:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათი ქალაქების გარშემო ყანების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო სამკვიდრებელია.
ლევიანი 25:34 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 25:34 კონტექსტში
25:32ლევიანთა ქალაქები, მათი სამკვიდრებელი ქალაქების სახლები, ყოველთვის შეუძლიათ გამოისყიდონ ლევიანებმა.
25:33თუ ლევიანთაგან ვინმე გამოსყიდვას მოინდომებს, გაყიდული სახლი და მისი სამკვიდრებელი ქალაქი ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათი სამკვიდრებელია ისრაელიანთა შორის.
25:34მათი ქალაქების გარშემო ყანების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო სამკვიდრებელია.
25:35თუ შენი მოძმე გაღარიბდება და შენს თვალწინ გაჭირვებაში ჩავარდება, შეეშველე მას, მდგმური იქნება თუ ხიზანი, და იცხოვროს შენთან.
25:36ნუ აიღებ მისგან სარგებელს და ვახშს - შენი ღვთისა გეშინოდეს! - და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან.
პარალელური ადგილები: ლევიანი 25:34
- ლევიანი 25:23მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან.
- მოციქულთა საქმენი 4:36ასე იოსებმაც, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებულმა (რაც თარგმანით ნიშნავს ნუგეშის ძეს), ლევიტელმა, წარმომავლობით კიპროსელმა,
- მოციქულთა საქმენი 4:37გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით დადო.
- რიცხვთა 35:2ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.
- რიცხვთა 35:5გადაზომეთ ორი ათასი წყრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა სამხრეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა დასავლეთის მიმარიულებით და ორი ათასი წყრთა ჩრდილოეთის მიმართულებით; შუაში ქალაქი. ეს ჰქონდეთ მათ ქალაქგარე სანახებად.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 25
სრულად წაიკითხე: ლევიანი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში