
ლევიანი 25:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა შენი მოძმე გაღარიბდება შენს თვალწინ, და შენ მოგეყიდება, მონურად ნუ ამუშავებ.
ლევიანი 25:39 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 25:39 კონტექსტში
25:37ვერცხლს სავახშოდ ნუ გასცემ და სარგებლისთვის ნუ გასცემ შენს საჭმელს.
25:38მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მომეცა თქვენთვის ქანაანის ქვეყანა, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი.
25:39როცა შენი მოძმე გაღარიბდება შენს თვალწინ, და შენ მოგეყიდება, მონურად ნუ ამუშავებ.
25:40ქირისკაცივით, ხიზანივით უნდა იყოს შენთან ზეიმის წლამდე იმუშაოს შენთან.
25:41მერე კი წავიდეს შენგან თავის ბავშვებიანად და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს, თავისი მამა-პაპის სამკვიდრებელში დაბრუნდეს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 25:39
- გამოსვლა 21:2თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.
- ლევიანი 25:46დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით.
- ნეემია 5:5ახლა, ჩვენს მოძმეთ ისეთივე ხორცი აქვთ, როგორც ჩვენ, მათ ისეთივე ვაჟები ჰყავთ, როგორიც ჩვენ. ჩვენი ვაჟები და ასულები მონებად უნდა მივცეთ, ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი კი უკვე დამონებულია, ძალა აღარა გვაქვს ხელებში. ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს ეკუთვნის.
- იერემია 34:14ყოველ მეშვიდე წელს გაუშვით თითოეულმა თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურებოდათ; თავისუფლად გაუშვი-მეთქი შენგან. მაგრამ არ გამიგონა თქვენმა მამა-პაპამ და ყური არ მათხოვა.
- იერემია 25:14რადგან მათაც დაიმონებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები. მაგრამ მე მივაგებ მათ მათი საქმეებისამებრ და მათი ხელის ნამოქმედარისამებრ.
- გამოსვლა 1:14სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით და აგურების კეთებით, მინდორში მუშაობით, ყველა სამუშაოთი, რაზედაც უწყალოდ ამუშავებდნენ.
- იერემია 30:8იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავლეწავ მის უღელს შენს ქედზე და დავწყვეტ შენს საკვრელებს. ვეღარ დაიმორჩილებს მას უცხო ხალხი.
- გამოსვლა 22:3თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. მპარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 25
სრულად წაიკითხე: ლევიანი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში