
ლევიანი 25:42 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ჩემი ყმებია ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. ყმებად არ უნდა გაიყიდონ ისინი.
ლევიანი 25:42 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 25:42 კონტექსტში
25:40ქირისკაცივით, ხიზანივით უნდა იყოს შენთან ზეიმის წლამდე იმუშაოს შენთან.
25:41მერე კი წავიდეს შენგან თავის ბავშვებიანად და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს, თავისი მამა-პაპის სამკვიდრებელში დაბრუნდეს.
25:42რადგან ჩემი ყმებია ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. ყმებად არ უნდა გაიყიდონ ისინი.
25:43ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენი ღმერთის გეშინოდეს.
25:44ყმა და ყმაქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმა ქალი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 25:42
- ლევიანი 25:55რადგან ჩემი ყმები არიან ისრაელიანები, ჩემი ყმები არიანი ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- რომაელთა მიმართ 6:22ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე.
- კორინთელთა მიმართ ა 7:21მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით.
- კორინთელთა მიმართ ა 7:23სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 25
სრულად წაიკითხე: ლევიანი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში