გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ლევიანი 26:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლევიანი 26:33

მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.

ლევიანი 26:33 · საქართველოს საპატრიარქო

ლევიანი 26:33 კონტექსტში

26:31გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენს საწმიდარებს; აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას.

26:32დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან.

26:33მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.

26:34მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს.

26:35იუქმებს მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით.

პარალელური ადგილები: ლევიანი 26:33

განაგრძე კითხვა: ლევიანი 26

სრულად წაიკითხე: ლევიანი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში