
ლევიანი 27:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ზეიმის წლიდან სწირავს თავის ყანას, საფასურისდა მიხედვით შესწიროს.
ლევიანი 27:17 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 27:17 კონტექსტში
27:15თუ სახლის შემწირველი თავისი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურის მეხუთედი დაუმატოს და მისი იქნება.
27:16თუ თავის საკუთარ ყანას სწირავს უფალს, საფასური ნათესის კვალობაზე უნდა განისაზღვროს; ერთ ხომერ ნათეს ქერზე ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი.
27:17თუ ზეიმის წლიდან სწირავს თავის ყანას, საფასურისდა მიხედვით შესწიროს.
27:18თუ ზეიმის შემდეგ სწირავს თავის ყანას, მღვდელმა ზეიმის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით უნდა იანგარიშოს ვერცხლი და საფასურიდან გამოიქვითოს.
27:19თუ ყანის გამოსყიდვას მოინდომებს მისი შემწირველი, საფასურის მეხუთედი ვერცხლი დაუმატოს და დაუბრუნდება.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 27
სრულად წაიკითხე: ლევიანი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში