
ლევიანი 27:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ თავის საკუთარ ყანას სწირავს უფალს, საფასური ნათესის კვალობაზე უნდა განისაზღვროს; ერთ ხომერ ნათეს ქერზე ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი.
ლევიანი 27:16 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 27:16 კონტექსტში
27:14თუ ვისმე სახლის შეწირვა უნდა უფლის საწმიდარად, მღვდელმა შეაფასოს მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს მას, ისე ეღირება.
27:15თუ სახლის შემწირველი თავისი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურის მეხუთედი დაუმატოს და მისი იქნება.
27:16თუ თავის საკუთარ ყანას სწირავს უფალს, საფასური ნათესის კვალობაზე უნდა განისაზღვროს; ერთ ხომერ ნათეს ქერზე ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი.
27:17თუ ზეიმის წლიდან სწირავს თავის ყანას, საფასურისდა მიხედვით შესწიროს.
27:18თუ ზეიმის შემდეგ სწირავს თავის ყანას, მღვდელმა ზეიმის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით უნდა იანგარიშოს ვერცხლი და საფასურიდან გამოიქვითოს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 27:16
- ესაია 5:10ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა!
- მოციქულთა საქმენი 5:4განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.
- ოსეა 3:2ნაყიდი მყავს ის თხუთმეტ ვერცხლად, ერთ ხომერ ქერად და ერთ ლეთეხ ქერად,
- მოციქულთა საქმენი 4:34არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ,
- მოციქულთა საქმენი 4:37გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით დადო.
- ეზექიელი 45:11ეფა და ბათი ერთი საწყაო უნდა იყოს: ბათი ხომერის მეათედს უნდა შეიცავდეს და ეფაც ხომერის მეათედს. ხომერი უნდა იყოს წყვე.
- ეზექიელი 45:14ზეთზე დადგენილია: ერთ ბათ ზეთში მეათედი ბათი ქორიდან; ათი ბათი ერთი ხომერია, რადგან ხომერში ათი ბათია.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 27
სრულად წაიკითხე: ლევიანი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში