
ლევიანი 27:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყოველი საფასური საწმიდარის შეკელის მიხედვით იყოს: ოცი გერა ერთი შეკელი უნდა იყოს.
ლევიანი 27:25 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 27:25 კონტექსტში
27:23უანგარიშოს მღვდელმა საფასურის რაოდენობა ზეიმის წლამდე და ეს კაცი იმდღესვე გადაიხდის საფასურს, როგორც საწმიდარს უფლისთვის.
27:24ზეიმის წელს ყანა დაუბრუნდება მას, ვისგანაც ნაყიდი იყო, ვისაც მიწის ნაკვეთი ეკუთვნის.
27:25ყოველი საფასური საწმიდარის შეკელის მიხედვით იყოს: ოცი გერა ერთი შეკელი უნდა იყოს.
27:26ოღონდ პირუტყვის პირველმოგებულს, რომელიც პირმშოობით უფლისაა, ვერვინ შეწირავს; ხარი იქნება თუ ცხვარი, უფლისაა.
27:27თუ პირუტყვი უსურმაგია, საფასურით უნდა იქნას გამოსყიდული და მისი მეხუთედიც დაემატოს; თუ არ იქნება გამოსყიდული, მის საფასურად უნდა გაიყიდოს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 27:25
- გამოსვლა 30:13ეს უნდა გადაიხადოს ყველამ, ვინც სათვალავში გადის: ნახევარი შეკელი საღვთო შეკელის მიხედვით: ოცი გერაა შეკელში; ნახევარი შეკელი საუფლო ძღვენია.
- რიცხვთა 3:47აიღე ხუთ-ხუთი შეკელი კაცზე, საწმიდარის შეკელით აიღე (ოცი გერაა შეკელში),
- რიცხვთა 18:16მათი გამოსასყიდია: ერთი თვის შემდეგ გადაიხადე დაახლოებით ხუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელით, ანუ ოცი გერა.
- ეზექიელი 45:12შეკელი ოცი გერაა, ოცი შეკელი ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.
- ლევიანი 27:3ოციდან სამოც წლამდე მამრის საფასური უნდა იყოს ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი საწმიდარის შეკელით;
განაგრძე კითხვა: ლევიანი 27
სრულად წაიკითხე: ლევიანი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში