
რიცხვთა 3:47 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღე ხუთ-ხუთი შეკელი კაცზე, საწმიდარის შეკელით აიღე (ოცი გერაა შეკელში),
რიცხვთა 3:47 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 3:47 კონტექსტში
3:45აიყვანე ლევიანები ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანთაგან და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად. ჩემი არიან ლევიანები. მე ვარ უფალი.
3:46იმ ორას სამოცდაცამეტი კაცის გამოსასყიდად, რომ მეტობენ ლევიანებს ისრაელიანთა პირმშოები,
3:47აიღე ხუთ-ხუთი შეკელი კაცზე, საწმიდარის შეკელით აიღე (ოცი გერაა შეკელში),
3:48და ჩააბარე ვერცხლი აარონს და მის შვილებს ზედმეტის გამოსასყიდად.
3:49აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ზედმეტთაგან ლევიანთა გამოსასყიდად.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 3:47
- ლევიანი 27:6თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, მამრის საფასური ხუთი შეკელი ვერცხლი, მდედრისა კი სამი შეკელი ვერცხლი უნდა იყოს.
- გამოსვლა 30:13ეს უნდა გადაიხადოს ყველამ, ვინც სათვალავში გადის: ნახევარი შეკელი საღვთო შეკელის მიხედვით: ოცი გერაა შეკელში; ნახევარი შეკელი საუფლო ძღვენია.
- ლევიანი 27:25ყოველი საფასური საწმიდარის შეკელის მიხედვით იყოს: ოცი გერა ერთი შეკელი უნდა იყოს.
- რიცხვთა 18:16მათი გამოსასყიდია: ერთი თვის შემდეგ გადაიხადე დაახლოებით ხუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელით, ანუ ოცი გერა.
- ეზექიელი 45:12შეკელი ოცი გერაა, ოცი შეკელი ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.
- რიცხვთა 3:50ისრაელიანთა პირმშოთაგან აიღო ათას სამას სამოცდახუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელის მიხედვით.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 3
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში