
ლევიანი 27:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მდედრია, მისი საფასური ოცდაათი შეკელი უნდა იყოს.
ლევიანი 27:4 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 27:4 კონტექსტში
27:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ ვინმე უფლისადმი აღთქმული სულიერის სანაცვლოდ რამეს შესწირავს,
27:3ოციდან სამოც წლამდე მამრის საფასური უნდა იყოს ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი საწმიდარის შეკელით;
27:4თუ მდედრია, მისი საფასური ოცდაათი შეკელი უნდა იყოს.
27:5თუ ხუთიდან ოც წლამდეა - მამრის საფასური ოცი შეკელი, მდედრისა კი ათი შეკელი უნდა იყოს.
27:6თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, მამრის საფასური ხუთი შეკელი ვერცხლი, მდედრისა კი სამი შეკელი ვერცხლი უნდა იყოს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 27:4
- მათეს სახარება 26:15და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი.
- მათეს სახარება 27:9მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ;
- მათეს სახარება 27:10და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.
- ზაქარია 11:12ვეტყვი მათ: თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.
- ზაქარია 11:13მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 27
სრულად წაიკითხე: ლევიანი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში