
ლევიანი 27:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ ვინმე უფლისადმი აღთქმული სულიერის სანაცვლოდ რამეს შესწირავს,
ლევიანი 27:2 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 27:2 კონტექსტში
27:1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
27:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ ვინმე უფლისადმი აღთქმული სულიერის სანაცვლოდ რამეს შესწირავს,
27:3ოციდან სამოც წლამდე მამრის საფასური უნდა იყოს ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი საწმიდარის შეკელით;
პარალელური ადგილები: ლევიანი 27:2
- რიცხვთა 6:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა აღთქმა დადო, რომ უფლის მოწმიდარი გახდება,
- მეორე სთვლისაება 23:21თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მოიკითხავს მას შენგან უფალი, შენი ღმერთი, და ცოდვა დაგედება.
- მეორე სთვლისაება 23:23შეინახე შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და შეუსრულე, რაც აღთქმული გაქვს უფლის, შენი ღმერთისადმი, რაც წარმოთქვა შენმა ბაგემ.
- მეფეთა ა 1:11აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.
- მსაჯულნი 11:30ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს,
- მსაჯულნი 11:31როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.
- მეფეთა ა 1:28ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული. და თაყვანი სცა იქ უფალს
- მსაჯულნი 11:39ორი თვისა შემდეგ დაბრუნდა მამასთან და აღასრულებინა დადებული აღთქმა, ისე რომ მამაკაცი არ შეუცვნია. წესად დაიდო ისრაელში:
განაგრძე კითხვა: ლევიანი 27
სრულად წაიკითხე: ლევიანი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში