
ლევიანი 27:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ სიღარიბის გამო საფასურის გადახდა არ შეუძლია, წარუდგინოს მღვდელს და მღვდელი შეაფასებს; როგორადაც ხელი მიუწვდება აღმთქმელს, ისე შეაფასოს მღვდელმა.
ლევიანი 27:8 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 27:8 კონტექსტში
27:6თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, მამრის საფასური ხუთი შეკელი ვერცხლი, მდედრისა კი სამი შეკელი ვერცხლი უნდა იყოს.
27:7თუ სამოც წელზე მეტისაა, მამრის საფასური თხუთმეტი შეკელი, მდედრისა კი ათი შეკელი უნდა იყოს.
27:8თუ სიღარიბის გამო საფასურის გადახდა არ შეუძლია, წარუდგინოს მღვდელს და მღვდელი შეაფასებს; როგორადაც ხელი მიუწვდება აღმთქმელს, ისე შეაფასოს მღვდელმა.
27:9თუ ისეთი პირუტყვია, მსხვერპლად რომ შეიწივის უფლისათვის, უფლისადმი მიცემული ყველაფერი წმიდა უნდა იყოს.
27:10არ უნდა შეცვალოს, არ იქნება მისი შენაცვლება - კარგისა ცუდით ან ცუდისა კარგით; თუ ვინმე შეცვლის პირუტყვს პირუტყვით, ესეც და მისი სანაცვლოც წმიდა უნდა იყოს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 27:8
- მარკოზის სახარება 14:7ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
- ლევიანი 14:21თუ იგი ღარიბია და ხელი არ მიუწვდება, აიყვანოს ერთი ბატკანი, დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი შესარხევად, რომ შეენდოს, და ეფის მეათედი გამტკიცებული ფქვილი, ზეთში აზელილი საძღვნოდ და ერთი ლოგი ზეთი,
- ლევიანი 14:22ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, ერთი ცოდვის გამოსასყიდი იქნება, მეორე - აღსავლენი.
- იერემია 5:7როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ.
- ლევიანი 5:11თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე და მტრედის ორ ხუნდზე, მიიტანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ერთი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი; ნუ დაღვრის მასზე ზეთს და ნურც საკმეველს დადებს ზედ, რადგან ეს ცოდვის გამოსასყიდია.
- ლევიანი 5:7თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, მიუყვანოს უფალს ჩადენილი დანაშაულის გამოსასყიდად ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი; ერთი ცოდვის გამოსასყიდად, მეორე - აღსავლენად.
- ლევიანი 12:8თუ ბატკანზე არ მიუწვდება ხელი, მიიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი; ერთი აღსავლენად, მეორე ცოდვის გამოსასყიდად; მღვდელი შენდობას გამოითხოვს მისთვის და გაწმიდავდება ქალი.
- ლუკას სახარება 21:1გაიხედა და დაინახა მდიდრები, შესაწირავს რომ ყრიდნენ საგანძურში.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 27
სრულად წაიკითხე: ლევიანი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში