
ლევიანი 27:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ისეთი პირუტყვია, მსხვერპლად რომ შეიწივის უფლისათვის, უფლისადმი მიცემული ყველაფერი წმიდა უნდა იყოს.
ლევიანი 27:9 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 27:9 კონტექსტში
27:7თუ სამოც წელზე მეტისაა, მამრის საფასური თხუთმეტი შეკელი, მდედრისა კი ათი შეკელი უნდა იყოს.
27:8თუ სიღარიბის გამო საფასურის გადახდა არ შეუძლია, წარუდგინოს მღვდელს და მღვდელი შეაფასებს; როგორადაც ხელი მიუწვდება აღმთქმელს, ისე შეაფასოს მღვდელმა.
27:9თუ ისეთი პირუტყვია, მსხვერპლად რომ შეიწივის უფლისათვის, უფლისადმი მიცემული ყველაფერი წმიდა უნდა იყოს.
27:10არ უნდა შეცვალოს, არ იქნება მისი შენაცვლება - კარგისა ცუდით ან ცუდისა კარგით; თუ ვინმე შეცვლის პირუტყვს პირუტყვით, ესეც და მისი სანაცვლოც წმიდა უნდა იყოს.
27:11თუ პირუტყვი უსურმაგია, რომელიც მსხვერპლად არ შეიწირვის უფლისათვის, წარუდგინონ პირუტყვი მღვდელს,
განაგრძე კითხვა: ლევიანი 27
სრულად წაიკითხე: ლევიანი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში