
ლევიანი 3:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც აკრავს, რომელიც ფერდებზეა, და მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.
ლევიანი 3:4 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 3:4 კონტექსტში
3:2დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.
3:3შესწიროს უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან საცეცხლოდ: ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა,
3:4და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც აკრავს, რომელიც ფერდებზეა, და მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.
3:5დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს, ცეცხლზე, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
3:6თუ ფარიდან იქნება მისი შესაწირავი სამადლობელ მსხვერპლად უფლისათვის, მამალი ან დედალი, საღი მიიყვანოს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 3:4
- ლევიანი 3:10ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.
- ლევიანი 4:9ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს.
- გამოსვლა 29:22აართვი ჭედილას ქონი, დუმა და ქონი შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, ქონიანად, მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს არის ხელავსების ჭედილა).
- ლევიანი 9:10თავისი ცოდვის გამოსასყიდის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი სამსხვერპლოზე დაწვა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- ლევიანი 7:4ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცალოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს.
- ლევიანი 8:25აიღო ქონი, დუმა, შიგნეულის მთელი ქონი, ღვიძლის ბადექონი. ორივე თირკმელი და მათი და მარჯვენა ბეჭი,
- გამოსვლა 29:13აართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევად.
- ლევიანი 8:16აიღო მთელი ქონი, რაც შიგნეულზე იყო, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი და მათი ქონი და დაწვა ისინი მოსემ სამსხვერპლოზე.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 3
სრულად წაიკითხე: ლევიანი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში