
ლევიანი 3:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ფარიდან იქნება მისი შესაწირავი სამადლობელ მსხვერპლად უფლისათვის, მამალი ან დედალი, საღი მიიყვანოს.
ლევიანი 3:6 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 3:6 კონტექსტში
3:4და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც აკრავს, რომელიც ფერდებზეა, და მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.
3:5დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს, ცეცხლზე, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
3:6თუ ფარიდან იქნება მისი შესაწირავი სამადლობელ მსხვერპლად უფლისათვის, მამალი ან დედალი, საღი მიიყვანოს.
3:7თუ ცხვარს სწირავს შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე.
3:8დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 3:6
- ესაია 60:7კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან, ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ.
- გალატელთა მიმართ 4:4მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს.
- ეფესელთა მიმართ 2:13ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.
- ეფესელთა მიმართ 2:22და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
- ლევიანი 1:10თუ მისი შესაწირავი ცხვარი ან თხა იქნება აღსავლენად, მამალი, საღი შესწიროს.
- ლევიანი 3:1თუ მსხვერპლი სამადლობელი შესაწირავია, ხარს შესწირავს თუ ფურს, საღი შესწიროს უფლის წინაშე.
- ლევიანი 3:17ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და სისხლი არ შეჭამოთ.
- ლევიანი 1:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: თუ თქვენ შორის ვინმე შესწირავს უფალს, შინაური პირუტყვი იყოს თქვენი შესაწირავი - საქონელი და ცხვარი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 3
სრულად წაიკითხე: ლევიანი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში