
ლევიანი 4:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაასხან ხბოს ხელი თავზე საზოგადოების უხუცესებმა უფლის წინაშე და დაკლან ხბო უფლის წინაშე.
ლევიანი 4:15 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 4:15 კონტექსტში
4:13თუ მთელმა ისრაელის საზოგადოებამ შესცოდა უნებურად და ეს საქმე დაიფარება კრებულის თვალთაგან, უფლისაგან აკრძალულს გააკეთებენ და დააშავებენ,
4:14მერე ჩადენილი ცოდვა გამომჟღავნდება, მაშინ კრებულმა ცოდვის გამოსასყიდად ხბო უნდა შესწიროს, სადღესასწაულო კარვის წინაშე უნდა მოიყვანოს იგი.
4:15დაასხან ხბოს ხელი თავზე საზოგადოების უხუცესებმა უფლის წინაშე და დაკლან ხბო უფლის წინაშე.
4:16შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი სადღესასწაულო კარავში.
4:17ამოაწოს მღვდელმა სისხლში თითი და შვიდგზის მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 4:15
- ლევიანი 1:4დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ შეენდოს ცოდვა.
- მეორე სთვლისაება 21:3რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიღონ მისმა უხუცესებმა უშობელი, რომელიც არ უმუშავებიათ, რომელსაც არ უტარებია უღელი,
- მეორე სთვლისაება 21:9უნდა ჩამორეცხო შენს წრეში უბრალო სისხლი, თუ გინდა, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
- გამოსვლა 24:1უთხრა მოსეს: ადით უფალთან შენ, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი, და შორიდან ეცით თაყვანი.
- რიცხვთა 11:25ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყოველანი, ოღონდ მცირე ხნით.
- გამოსვლა 24:9ავიდნენ მოსე, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელიანთა სამოცდაათი უხუცესი.
- ლევიანი 16:21თავზე დაასხამს ორთავე ხელს აარონი ცოცხალ ვაცს და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას, ატვირთებინებს ვაცს და გაუშვებს უდაბნოში საგანგებო კაცის ხელით.
- რიცხვთა 8:10მიიყვანე ლევიანები უფლის წინაშე და დაასხან ხელი ისრაელიანებმა ლევიანებს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 4
სრულად წაიკითხე: ლევიანი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში