
ლევიანი 4:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი სადღესასწაულო კარავში.
ლევიანი 4:16 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 4:16 კონტექსტში
4:14მერე ჩადენილი ცოდვა გამომჟღავნდება, მაშინ კრებულმა ცოდვის გამოსასყიდად ხბო უნდა შესწიროს, სადღესასწაულო კარვის წინაშე უნდა მოიყვანოს იგი.
4:15დაასხან ხბოს ხელი თავზე საზოგადოების უხუცესებმა უფლის წინაშე და დაკლან ხბო უფლის წინაშე.
4:16შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი სადღესასწაულო კარავში.
4:17ამოაწოს მღვდელმა სისხლში თითი და შვიდგზის მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე.
4:18ცხოს სისხლი სამსხვერპლოს რქებს, რომელიც უფლის წინაშე დგას, სადღესასწაულო კარავში; დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არის.
პარალელური ადგილები: ლევიანი 4:16
- ლევიანი 4:5აიღოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი და შეიტანოს იგი სადღესასწაულო კარავში.
- ლევიანი 4:12მთელი ხბო - გაიტანოს ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარს ყრიან, და შეშაზე დაწვას ცეცხლში; ნაცარის დასაყრელზე უნდა დაიწვას.
- ებრაელთა მიმართ 9:12ვაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა.
- ებრაელთა მიმართ 9:14განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?
განაგრძე კითხვა: ლევიანი 4
სრულად წაიკითხე: ლევიანი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში