
ლევიანი 5:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვინმე უნებურად შესცოდავს, ჩაიდენს უფლის მცნების საწინააღმდეგოს რასმე, რისი გაკეთებაც არა ხამს, დადანაშაულდება და ცოდვა დაეკისრება,
ლევიანი 5:17 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 5:17 კონტექსტში
5:15თუ ვინმე გადავა წესს და უნებურად შესცოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება (საწმიდარის შეკელის მიხედვით).
5:16რა სიწმიდესაც შესცოდა, უნდა ზღოს და მისი მეხუთედიც დაუმატოს, მისცეს მღვდელს და მღვდელი გამოითხოვს მისთვის შენდობას გამოსასყიდი ვერძით და მიეტევება მას.
5:17თუ ვინმე უნებურად შესცოდავს, ჩაიდენს უფლის მცნების საწინააღმდეგოს რასმე, რისი გაკეთებაც არა ხამს, დადანაშაულდება და ცოდვა დაეკისრება,
5:18მიუყვანოს მღვდელს ცოდვის გამოსასყიდად საღი ვერძი ფარიდან, რაც უნდა ღირდეს, და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ცოდვის შენდობას, რომელიც განუზრახველად და უნებურად ჰქონდა ჩადენილი, და მიეტევება.
5:19ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი, რა დანაშაულიც უფლის წინაშე ჩაიდინა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 5:17
- ლევიანი 4:27თუ ვინმე უბრალო ხალხიდან უნებურად შესცოდავს, უფლისგან აკრძალულს რასმე ჩაიდენს და დააშავებს,
- ლევიანი 4:13თუ მთელმა ისრაელის საზოგადოებამ შესცოდა უნებურად და ეს საქმე დაიფარება კრებულის თვალთაგან, უფლისაგან აკრძალულს გააკეთებენ და დააშავებენ,
- ფსალმუნები 19:12ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.
- ლევიანი 4:2ასე უთხარი ისრაელიანებს: თუ ვინმე უნებურად შესცოდავს და დაარღვევს უფლის მცნებებს, აკრძალულს რასმე ჩაიდენს,
- ლევიანი 4:4მიიყვანოს ხბო სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან - უფლის წინაშე, დაადოს ხელი თავზე და დაკლას ხბო უფლის წინაშე.
- ლევიანი 5:15თუ ვინმე გადავა წესს და უნებურად შესცოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება (საწმიდარის შეკელის მიხედვით).
- ლევიანი 4:22თუ თავკაცი ვინმე შესცოდავს - უფლის, თავისი ღვთის აკრძალულს რასმე ჩაიდენს უნებურად და დააშავებს,
- ლევიანი 5:1კაცი, რომელმაც შესცოდა იმით, რომ გაიგონა წყევლის ხმა, გინა მოწმე იყო, გინა დაინახა, გინა იცოდა, მაგრამ არ გააცხადა, დამნაშავეა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 5
სრულად წაიკითხე: ლევიანი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში