
ლევიანი 6:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცეცხლი ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს; ყოველ დილას შეშა შეუკეთოს მღვდელმა და აღსავლენი დააწყოს ზედ; დაწვას მასზე სამადლობელი მსხვერპლის ქონი.
ლევიანი 6:12 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 6:12 კონტექსტში
6:10შეიმოსოს მღვდელმა თავისი სელის სამოსელი და შიშველ ტანზე სელის საწმერთული ჩაიცვას, გადმოიღოს ნაცარი, რომელიც სამსხვერპლოზე დარჩა აღსავლენის დაწვის შემდეგ, და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს.
6:11გამოიცვალოს სამოსელი და ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე გაიტანოს ნაცარი.
6:12ცეცხლი ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს; ყოველ დილას შეშა შეუკეთოს მღვდელმა და აღსავლენი დააწყოს ზედ; დაწვას მასზე სამადლობელი მსხვერპლის ქონი.
6:13ცეცხლი მუდამ ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს.
6:14აჰა, საძღვნო შესაწირავის წესი: შესწირონ იგი აარონიანებმა უფლის წინაშე სამსხვერპლოს წინა მხრიდან.
პარალელური ადგილები: ლევიანი 6:12
- ლევიანი 9:24გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შეჭამა სამსხვერპლოზე დაწყობილი აღსავლენი და ქონები. იხილა მთელმა ერმა. აღმოხდათ სიხარულის ხმა და პირქვე დაემხნენ.
- გამოსვლა 29:38აი, რა უნდა გქონდეს გამზადებული სამსხვერპლოსთვის: ორი ერთწლიანი ბატკანი ყოველდღიურად, მუდმივად.
- გამოსვლა 29:42მუდმივ აღსავლენ მსხვერპლად თაობიდან თაობაში სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით ხოლმე, რომ შენ გელაპარაკო.
- ნეემია 13:31ვიზრუნე დაწესებული დროისთვის შეშისა და პირველმოწეული ნაყოფის მოტანისთვის. ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ გამიხსენე.
- ლევიანი 3:14შესწიროს მისგან საცეცხლო მსხვერპლად უფალს ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.
- ლევიანი 3:16დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა.
- ლევიანი 3:3შესწიროს უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან საცეცხლოდ: ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა,
- ლევიანი 3:5დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს, ცეცხლზე, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 6
სრულად წაიკითხე: ლევიანი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში