
ლევიანი 6:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა მამაკაცმა სამღვდელოთაგან უნდა ჭამოს - წმიდათა წმიდაა იგი.
ლევიანი 6:29 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 6:29 კონტექსტში
6:27ყველა, ვინც იმ ხორცს მიეკარება, წმიდაა; თუ სისხლი მიესხურება სამოსელს, ნასხურები წმიდა ადგილზე გარეცხე.
6:28თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი მოიხარშა, უნდა დაიმტვრეს; თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, უნდა გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს.
6:29ყველა მამაკაცმა სამღვდელოთაგან უნდა ჭამოს - წმიდათა წმიდაა იგი.
6:30ცოდვის გამოსასყიდი არცერთი მსხვერპლი, რომლის სისხლიც სადღესასწაულო კარავში შეაქვთ საწმიდარში შენდობის გამოსათხოვად, არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას.
პარალელური ადგილები: ლევიანი 6:29
- რიცხვთა 18:10წმიდათა წმიდაში ჭამეთ იგი, მხოლოდ მამაკაცებმა ჭამონ, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის.
- ლევიანი 6:17საფუარიანი არ უნდა გამოცხვეს. ამას ვაძლევ მათ წილად საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს წმიდათა წმიდაა, როგორც ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი.
- ლევიანი 6:18ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩივად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა.
- ლევიანი 6:25უთხარი აარონს და მის შვილებს: აჰა, ეს არის ცოდვის გამოსასყიდის წესი: იმ ადგილას, სადაც აღსავლენი იკვლება, უნდა დაიკლას უფლის წინაშე ცოდვის გამოსასყიდი. ეს წმიდათა წმიდაა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 6
სრულად წაიკითხე: ლევიანი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში