
ლევიანი 6:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი მოიხარშა, უნდა დაიმტვრეს; თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, უნდა გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს.
ლევიანი 6:28 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 6:28 კონტექსტში
6:26მღვდელმა, რომელიც სწირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა შეჭამოს იგი; წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს, სადღესასწაულო კარვის ეზოში.
6:27ყველა, ვინც იმ ხორცს მიეკარება, წმიდაა; თუ სისხლი მიესხურება სამოსელს, ნასხურები წმიდა ადგილზე გარეცხე.
6:28თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი მოიხარშა, უნდა დაიმტვრეს; თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, უნდა გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს.
6:29ყველა მამაკაცმა სამღვდელოთაგან უნდა ჭამოს - წმიდათა წმიდაა იგი.
6:30ცოდვის გამოსასყიდი არცერთი მსხვერპლი, რომლის სისხლიც სადღესასწაულო კარავში შეაქვთ საწმიდარში შენდობის გამოსათხოვად, არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას.
პარალელური ადგილები: ლევიანი 6:28
- ლევიანი 11:33თუ რაიმე თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ყველაფერი, რაც ჭურჭელშია, გაუწმიდურდება; უნდა დაამტვრიოთ.
- ლევიანი 15:12ყოველი თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი მიეკარება, უნდა დაიმტვრეს, ყოველი ხის ჭურჭელი წყალში უნდა გაირეცხოს.
- ებრაელთა მიმართ 9:9ესაა ნიმუში აწმყო დროისა, როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს, რასაც არ ძალუძს სრულყოს შემწირველის სინიდისი.
- ებრაელთა მიმართ 9:10რადგანაც ესაა მხოლოდ სასმელ-საჭმელი, სხვადასხვაგვარი განბანა და ხორციელ წესთა აღსრულება, გამოსწორების დრომდე დადგენილი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 6
სრულად წაიკითხე: ლევიანი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში