
ლევიანი 6:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და როცა შესცოდავს და ბრალი დაედება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წაართვა ან გამოტყუებული, რაც გამოსტყუა, ან მიბარებული, რაც მიიბარა, ან დაკარგული, რაც იპოვნა,
ლევიანი 6:4 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 6:4 კონტექსტში
6:2თუ ვინმე შესცოდავს და უპატიოსნოდ მოიქცევა უფლის მიმართ - უარს ეტყვის თავის მახლობელს შესანახად მიბარებულზე და მითვისებულზე, ან წართმეულზე, ან რამეს გამოსტყუებს თავის მახლობელს,
6:3ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს, ცრუდ დაიფიცებს რაიმეზე, რასაც ადამიანი აკეთებს და სცოდავს,
6:4და როცა შესცოდავს და ბრალი დაედება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წაართვა ან გამოტყუებული, რაც გამოსტყუა, ან მიბარებული, რაც მიიბარა, ან დაკარგული, რაც იპოვნა,
6:5ან რაზეც ცრუდ დაიფიცა, სრულად უნდა ზღოს ყველაფერი და მისი მეხუთედიც დაუმატოს. უნდა დაუბრუნოს პატრონს ბრალდების დღესვე.
6:6დანაშაულის გამოსასყიდად უნდა მიუყვანოს მღვდელს უფლისათვის საღი ვერძი ფარიდან, რაც არ უნდა ღირდეს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 6:4
- ეზექიელი 18:18მამა თუ მძლავრობს, ძარცვავს მოძმეს და უკეთურს სჩადის თავის ხალხში, და აჰა, მოკვდება თავის დანაშაულში,
- მიქა 2:2მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს.
- ეზექიელი 18:12ჩაგრავდეს ღარიბ-ღატაკს, მტაცებლობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებს თვალს აპყრობდეს, სისაძაგლეს სჩადიოდეს,
- იობი 20:19რადგან ჩაგრავდა, არ ახსოვდა ღარიბ-ღატაკები, ძარცვავდა სახლებს, რომლებიც არ უშენებია;
- შესაქმე 21:25საყვედურობდა აბრაამი აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიტაცებული ჰქონდა აბიმელექის მორჩილთ.
- ამოსი 3:10არ იციან სიმართლის ქმნა, ამბობს უფალი, ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში.
- ეზექიელი 18:7არავის ჩაგრავს, მევალეს ვალს უბრუნებს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს;
- იობი 24:2ბოროტეულნი მიჯნებს ანაცვლებენ, ფარას და მწყემსებს იტაცებენ;
განაგრძე კითხვა: ლევიანი 6
სრულად წაიკითხე: ლევიანი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში