
იობი 24:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტეულნი მიჯნებს ანაცვლებენ, ფარას და მწყემსებს იტაცებენ;
იობი 24:2 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 24:2 კონტექსტში
24:1რატომ არ არის დაფარული ყოვლადძლიერისთვის განკითხვის ჟამი, მისი შემცნობელნი კი ვერ ხედავენ მის დღეებს?
24:2ბოროტეულნი მიჯნებს ანაცვლებენ, ფარას და მწყემსებს იტაცებენ;
24:3ობლებს ვირს ართმევენ, ქვრივოხერისგან ხარს იხუთავენ;
24:4გაჭირვებულებს გზიდან აგდებენ; მიიმალნენ ქვეყნის ჩაგრულნი ერთიანად.
პარალელური ადგილები: იობი 24:2
- მეორე სთვლისაება 19:14ნუ გადასწევ წინაპართა მიერ გავლებულ შენი მოყვასის სამანს შენს წილხვედრილში, რომელიც წილად გერგება იმ ქვეყნად, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად.
- იგავესნი 23:10ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ;
- მეორე სთვლისაება 27:17წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
- იგავესნი 22:28შენი მამა-პაპის გავლებულ მიჯნას ნუ შეცვლი.
- ოსეა 5:10სამანის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.
- იობი 5:5რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან. მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს.
- იობი 1:17ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ქალდეველები დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და წაასხეს, და მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
- იობი 1:15დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
განაგრძე კითხვა: იობი 24
სრულად წაიკითხე: იობი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში