
ლევიანი 8:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავზე დააღვარა მირონი აარონს და სცხო მას განსაწმედად.
ლევიანი 8:12 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 8:12 კონტექსტში
8:10აიღო მოსემ მირონი და სცხო სავანეს და ყველაფერს, რაც მასში იყო, და განწმიდა.
8:11ასხურა სამსხვერპლოს შვიდგზის და სცხო სამსხვერპლოს და მთელს ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს მათ განსაწმედად.
8:12თავზე დააღვარა მირონი აარონს და სცხო მას განსაწმედად.
8:13მიიყვანა მოსემ აარონიანები და შემოსა ისინი კვართით, შემოარტყა სარტყელი და მოახვია თავსაბურავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
8:14მოიყვანა ცოდვის გამოსასყიდი ხბო და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ცოდვის გამოსასყიდ ხბოს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 8:12
- გამოსვლა 30:30სცხე აარონს და მის შვილებს და განწმიდე ისინი რომ მღვდლობა გამიწიონ მე.
- ფსალმუნები 133:2როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი.
- გამოსვლა 29:7აიღე მირონი, თავზე დაასხი და სცხე.
- ლევიანი 4:3თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და ხალხიც დანაშაულში გარია, შესწიროს უფალს ცოდვის გამოსასყიდელ მსხვერპლად საღი ხბო.
- გამოსვლა 28:41შემოსე ამ შესამოსელით შენი ძმა აარონი და მისი შვილები, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
- ლევიანი 21:10მღვდელმთავარი თავისი საძმოდან, რომელსაც თავზე მირონის ზეთი აქვს ცხებული და ხელი აქვს ავსებული შესამოსელის სატარებლად, თავს არ უნდა იშიშვლებდეს და შესამოსელს არ უნდა იხევდეს.
- ლევიანი 21:12საწმიდარიდან არ უნდა გადიოდეს, არ უნდა შეურაცხყოს თავისი ღვთის საწმიდარი, რადგან მისი ღვთის მირონით არის იგი ცხებული. მე ვარ უფალი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 8
სრულად წაიკითხე: ლევიანი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში