
ლევიანი 9:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.
ლევიანი 9:11 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 9:11 კონტექსტში
9:9მიუტანეს სისხლი შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირას დაღვარა.
9:10თავისი ცოდვის გამოსასყიდის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი სამსხვერპლოზე დაწვა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
9:11ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.
9:12დაკლა აარონმა აღსავლენი და მიუტანეს მას შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს.
9:13აღსავლენი ნაჭრებად მიუტანეს თავთან ერთად და დაწვა იგი სამსხვერპლოზე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 9:11
- ლევიანი 4:11ხბოს ტყავი, მთელი მისი ხორცი, თავ-ფეხი, შიგნეული და განავალი -
- ლევიანი 4:12მთელი ხბო - გაიტანოს ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარს ყრიან, და შეშაზე დაწვას ცეცხლში; ნაცარის დასაყრელზე უნდა დაიწვას.
- ლევიანი 8:17ხბო, მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი განავალი ცეცხლში დაწვა ბანაკის გარეთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- ლევიანი 16:27ცოდვის გამოსასყიდი ხბო და ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, რომელთა სისხლი განსაწმედელად შეიტანეს საწმიდარში, უნდა წაიღონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავები, ხორცი და განავალი.
- ლევიანი 16:28ვინც მათ დაწვავს, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, ტანი წყლით უნდა დაიბანოს და მერე შეეძლება კარავში შესვლა.
- ებრაელთა მიმართ 13:11რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
- ებრაელთა მიმართ 13:12ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.
- ლევიანი 4:21გაიტანოს ხბო ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც ის წინანდელი ხბო დაწვა. ეს არის კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 9
სრულად წაიკითხე: ლევიანი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში