
ებრაელთა მიმართ 13:11: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
ებრაელთა მიმართ 13:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 13:11
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “განა ცხადი სახე არ არის აქ დანახული? იქვე ნათქვამია, რომ ‘ბანაკს გარეთ’ (ებრ. 13:11), და აქაც ‘კარიბჭეს გარეთ’. როგორც ცოდვებისათვის შეწირული მსხვერპლი იყო წინასახე და ბანაკს გარეთ იწვოდა, ასევე იესო, რომელმაც თავი ჩვენი ცოდვებისათვის გაიღო, კარიბჭეს გარეთ ივნო. ამიტომაც უნდა მივბაძოთ ჩვენთვის ვნებულს და ვიყოთ ამა სოფლისაგან განშორებულნი, ან უკეთ რომ ვთქვათ, ამა სოფლის საქმეებისაგან.”
მთელი განმარტება
განა ცხადი სახე არ არის აქ დანახული? იქვე ნათქვამია, რომ “ბანაკს გარეთ” (ებრ. 13:11), და აქაც “კარიბჭეს გარეთ”. როგორც ცოდვებისათვის შეწირული მსხვერპლი იყო წინასახე და ბანაკს გარეთ იწვოდა, ასევე იესო, რომელმაც თავი ჩვენი ცოდვებისათვის გაიღო, კარიბჭეს გარეთ ივნო. ამიტომაც უნდა მივბაძოთ ჩვენთვის ვნებულს და ვიყოთ ამა სოფლისაგან განშორებულნი, ან უკეთ რომ ვთქვათ, ამა სოფლის საქმეებისაგან.
შემდგომ მოციქული გარდამავალ მსხვერპლს წარმოაჩენს და საუბარს პირველსახისკენ მიმართავს: “ვინაიდან რომელთა ცხოველთა სხეულები ცოდვისათვის შეიტანება მღვდელმთავრის მიერ საწმიდარში სისხლი მათი, იწვიან ბანაკს გარეშე, იესოც. Წმიდა-ყოს სისხლითა თვისითა ერი თვისი, გარეშე ბჭეთა ივნო” (ებრ. 13:11-12).
მაშასადამე, პირველი უკანასკნელის წინასახე იყო და ამგვარად აღასრულა ქრისტემ ყოველივე, კარიბჭეს გარეთ ვნებით. აქ მოციქული იმასაც გამოხატავს, რომ ქრისტემ ნებით ივნო. ამტკიცებს, რომ ის მსხვერპლებიც შემთხვევით არ დაწესებულა, არამედ გარკვეული წინასახე იყო და რომ თვით განგებულებაც ტანჯვის გარეშე არ აღსრულებულა, არამედ ქრისტეს სისხლი ზეცად ამაღლდა. ნუთუ შესაძლებელია ამაზე დიდი სიყვარული?
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ლეო დიდი5 საუკუნე ფოტი კონსტანტინოპოლელი9 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ებრაელთა მიმართ 13:11 კონტექსტში
13:9ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი.
13:10ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.
13:11რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
13:12ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.
13:13მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ.
პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 13:11
- ლევიანი 16:27ცოდვის გამოსასყიდი ხბო და ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, რომელთა სისხლი განსაწმედელად შეიტანეს საწმიდარში, უნდა წაიღონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავები, ხორცი და განავალი.
- გამოსვლა 29:14კურატის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ცეცხლში დაწვი ბანაკის გარეთ, რადგან ცოდვის მსხვერპლია ეს.
- რიცხვთა 19:3მიეცით ელეაზარ მღვდელს, რომ გაიყვანოს ბანაკის გარეთ და დაკლან მის თვალწინ.
- ლევიანი 9:11ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.
- ლევიანი 6:30ცოდვის გამოსასყიდი არცერთი მსხვერპლი, რომლის სისხლიც სადღესასწაულო კარავში შეაქვთ საწმიდარში შენდობის გამოსათხოვად, არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას.
- ლევიანი 9:9მიუტანეს სისხლი შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირას დაღვარა.
- ლევიანი 4:5აიღოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი და შეიტანოს იგი სადღესასწაულო კარავში.
- ლევიანი 4:7სცხოს სისხლი მღვდელმა უფლის წინაშე სურნელებათა საკმევი აამსხვერპლოს რქებს, რომელიც სადღესასწაულო კარავშია; ხბოს დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენი სამსხვერპლოს ძირას, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან რომ არის.
განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 13
სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



