
ლევიანი 9:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შესწირა ერის შესაწირავი: მოიყვანა თხა ერის ცოდვის გამოსასყიდად და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისათვის, როგორც პირველი.
ლევიანი 9:15 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 9:15 კონტექსტში
9:13აღსავლენი ნაჭრებად მიუტანეს თავთან ერთად და დაწვა იგი სამსხვერპლოზე.
9:14გარეცხა შიგნეული და კიდურები და დაწვა ისინი აღსავლენთან ერთად.
9:15შესწირა ერის შესაწირავი: მოიყვანა თხა ერის ცოდვის გამოსასყიდად და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისათვის, როგორც პირველი.
9:16შესწირა აღსავლენი და წესისამებრ გაამზადა.
9:17შესწირა საძღვნო და ხელი აივსო იმით, და დაწვა სამსხვერპლოზე დილის აღსავლენის გარდა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 9:15
- ლევიანი 4:27თუ ვინმე უბრალო ხალხიდან უნებურად შესცოდავს, უფლისგან აკრძალულს რასმე ჩაიდენს და დააშავებს,
- ლევიანი 4:31აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლს და დაწვას იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის. გამითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას.
- ლევიანი 9:3ასე უთხარი ისრაელიანებს: აიყვანეთ თხა ცოდვის გამოსასყიდად, ხბო და ბატკანი, ორწლიანები, საღნი, აღსავლენად.
- ებრაელთა მიმართ 5:3ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად.
- ებრაელთა მიმართ 2:17ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:21რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
- ტიტეს მიმართ 2:14რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე.
- რიცხვთა 28:1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
განაგრძე კითხვა: ლევიანი 9
სრულად წაიკითხე: ლევიანი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში