
ლევიანი 9:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა აარონს: აიყვანე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და ვერძი აღსავლენად, საღნი, და შესწირე უფლის წინაშე.
ლევიანი 9:2 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 9:2 კონტექსტში
9:1მეშვიდე დღეს უხმო მოსემ აარონს, მის შვილებს და ისრაელის უხუცესებს.
9:2უთხრა აარონს: აიყვანე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და ვერძი აღსავლენად, საღნი, და შესწირე უფლის წინაშე.
9:3ასე უთხარი ისრაელიანებს: აიყვანეთ თხა ცოდვის გამოსასყიდად, ხბო და ბატკანი, ორწლიანები, საღნი, აღსავლენად.
9:4ხარი და ვერძი სამადლობელად უფლის წინაშე დასაკლავად, საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 9:2
- ლევიანი 4:3თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და ხალხიც დანაშაულში გარია, შესწიროს უფალს ცოდვის გამოსასყიდელ მსხვერპლად საღი ხბო.
- გამოსვლა 29:1აი, რა უნდა გააკეთოთ მათი კურთხევისათვის, რომ მღვდლობა გამიწიონ. აიყვანე ერთი კურატი და ორი ჯანსაღი ჭედილა,
- კორინთელთა მიმართ ბ 5:21რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
- ლევიანი 8:14მოიყვანა ცოდვის გამოსასყიდი ხბო და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ცოდვის გამოსასყიდ ხბოს.
- ლევიანი 8:18მოიყვანა აღსავლენი ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.
- ებრაელთა მიმართ 10:10სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
- ებრაელთა მიმართ 10:14რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი.
- ებრაელთა მიმართ 7:27რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 9
სრულად წაიკითხე: ლევიანი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში