
ლევიანი 9:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლოს მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდად.
ლევიანი 9:8 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 9:8 კონტექსტში
9:6თქვა მოსემ: ეს არის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა, და თქვენც გამოგეცხადებათ უფლის დიდება.
9:7უთხრა მოსემ აარონს: ახლოს მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე შენი ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი და აღსავლენი, და გამოითხოვე შენდობა შენთვის და ერისთვის; მიიტანე ერის შესაწირავი და გამოითხოვე მისთვის შენდობა, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს.
9:8ახლოს მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდად.
9:9მიუტანეს სისხლი შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირას დაღვარა.
9:10თავისი ცოდვის გამოსასყიდის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი სამსხვერპლოზე დაწვა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 9:8
- ლევიანი 4:1ასე უთხრა უფალმა მოსეს:
- ლევიანი 4:12მთელი ხბო - გაიტანოს ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარს ყრიან, და შეშაზე დაწვას ცეცხლში; ნაცარის დასაყრელზე უნდა დაიწვას.
- ლევიანი 4:29დაადოს თავზე ხელი ცოდვის გამოსასყიდს და დაკლას ცოდვის გამოსასყიდი აღსავლენის ადგილას.
- ლევიანი 1:4დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ შეენდოს ცოდვა.
- ლევიანი 1:5დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 9
სრულად წაიკითხე: ლევიანი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში