გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 1:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 1:28

შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის.

ლუკას სახარება 1:28 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 25 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ხუთშაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 1:28 კონტექსტში

1:26ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი,

1:27ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი - იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი.

1:28შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის.

1:29ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო?

1:30ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:28

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში