
ლუკას სახარება 1:47 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.
ლუკას სახარება 1:47 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ხუთშაბათი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 1:47 კონტექსტში
1:45ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ.
1:46და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,
1:47გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.
1:48ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა;
1:49რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:47
- ფსალმუნები 35:9ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით.
- ტიმოთეს მიმართ ა 2:3ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის თვალში,
- აბაკუმი 3:18მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას.
- ესაია 45:21გამოაცხადეთ, მოდექით, მოითათბირეთ ერთმანეთში: ვინ გვასმინა ეს ძველთაგანვე, დიდი ხნის წინათ ვინ გამოაცხადა? ეს მე არ ვიყავი, უფალი? არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა; მართალი ღმერთი და მაცხოვარი ჩემს გარდა არავინაა.
- ესაია 45:22ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.
- ტიტეს მიმართ 2:10ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის მოძღვრება.
- იუდას ეპისტოლე 1:25ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
- ტიტეს მიმართ 3:4ხოლო როდესაც გამოჩნდა სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის - ღვთისა,
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში