
ლუკას სახარება 1:45 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ.
ლუკას სახარება 1:45 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ხუთშაბათი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 1:45 კონტექსტში
1:43ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა?
1:44ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში.
1:45ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:45
- იოანე 20:29უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.
- იოანე 11:40უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი.
- ლუკას სახარება 11:27ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
- ლუკას სახარება 11:28ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
- ლუკას სახარება 1:20აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს.
- ნეშტთა შორისა ბ 20:20ადგნენ დილაადრიან და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო! დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით. გწამდეთ მისი წინასწარმეტყველებისა და მოგემართებათ ხელი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში