
ლუკას სახარება 10:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და აჰა, ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და საცდუნებლად უთხრა მას: მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
ლუკას სახარება 10:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-21 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 10:25 კონტექსტში
10:23მიუბრუნდა მოწაფეებს და განცალკევებით უთხრა: ნეტარ არიან თვალნი, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ.
10:24რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს.
10:25და აჰა, ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და საცდუნებლად უთხრა მას: მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
10:26უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ?
10:27ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 10:25
- მათეს სახარება 22:34ხოლო როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველებს ხმა ჩააკმენდინაო, ერთად შეიკრიბნენ.
- მათეს სახარება 22:39და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
- ლუკას სახარება 18:18ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
- მათეს სახარება 19:16და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?
- მათეს სახარება 19:19პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
- მოციქულთა საქმენი 16:30გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე?
- მოციქულთა საქმენი 16:31ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც.
- ლუკას სახარება 11:45მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც გვაგინებ?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 10
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში