
ლუკას სახარება 10:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.
ლუკას სახარება 10:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-21 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 10:30 კონტექსტში
10:28უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები.
10:29ხოლო მან თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?
10:30მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.
10:31შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია.
10:32ასევე ერთმა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 10:30
- ფსალმუნები 88:4შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
- ლუკას სახარება 18:31წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის;
- ლუკას სახარება 19:28ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას.
- იერემია 51:52რადგან, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავსჯი მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
- ეზექიელი 30:24გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ხელში მახვილს მივცემ; მკლავს გადავუმტვრევ ფარაონს და დაჭრილივით აკვნესდება მის წინაშე.
- გლოვა იერემიასი 2:12დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 10
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში