
ლუკას სახარება 10:42 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
ლუკას სახარება 10:42 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 10:42 კონტექსტში
10:40მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
10:41მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
10:42მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 10:42
- ფსალმუნები 27:4ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
- ფსალმუნები 16:5უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
- ფსალმუნები 16:6ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
- იოანე 10:27ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.
- იოანე 10:28მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.
- იოანე 4:14მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
- იოანე 5:24ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
- ფსალმუნები 73:25ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 10
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში