
ლუკას სახარება 11:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა.
ლუკას სახარება 11:37 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 20 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 11:37 კონტექსტში
11:35მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში.
11:36ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით.
11:37ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა.
11:38ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა.
11:39მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 11:37
- ლუკას სახარება 7:36ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.
- კორინთელთა მიმართ ა 9:19რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.
- კორინთელთა მიმართ ა 9:23ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი.
- ლუკას სახარება 14:1მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 11
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში