
ლუკას სახარება 11:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში.
ლუკას სახარება 11:35 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 20 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 11:35 კონტექსტში
11:33არავინ ანთებს სანთელს და დგამს მას დაფარულ ადგილას, ან საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს.
11:34სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც.
11:35მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში.
11:36ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით.
11:37ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 11:35
- იგავესნი 16:25არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
- კორინთელთა მიმართ ა 1:19რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.
- კორინთელთა მიმართ ა 1:21რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.
- იაკობის ეპისტოლე 3:13ვინაა თქვენ შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.
- იაკობის ეპისტოლე 3:17ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:9ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან.
- ესაია 5:20ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!
- ესაია 5:21ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 11
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში