გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 12:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 12:32

ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი.

ლუკას სახარება 12:32 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 4 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის პარასკევი (სახარება).

ლუკას სახარება 12:32 კონტექსტში

12:30ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.

12:31მაშ, ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ.

12:32ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი.

12:33გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას.

12:34ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 12:32

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 12

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში