
ლუკას სახარება 12:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
ლუკას სახარება 12:34 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 12:34 კონტექსტში
12:32ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი.
12:33გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას.
12:34ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
12:35დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი - ანთებული.
12:36იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 12:34
- კოლასელთა მიმართ 3:1თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.
- კოლასელთა მიმართ 3:3რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.
- მათეს სახარება 6:21ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
- ფილიპელთა მიმართ 3:20ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 12
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში