
ლუკას სახარება 12:35: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი - ანთებული.
ლუკას სახარება 12:35 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის პარასკევი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ლუკას სახარება 12:35
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ჩემო ძმებო, ვიწრო ბილიკით შედიან ღვთის სასუფეველში. მხოლოდ სულის, გულისა და ნების შეზღუდვაში შეიძლება სათნოებათა სანთლების ანთება, რომელთა ალი ღმერთამდე აღწევს. ჩვენ უნდა გავიგოთ ქრისტიანული სათნოებები ანთებული სანთლების სახით.”
ლუკას სახარება 12:35 კონტექსტში
12:33გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას.
12:34ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
12:35დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი - ანთებული.
12:36იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი.
12:37ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 12:35
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:13მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
- ეფესელთა მიმართ 6:14მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
- მათეს სახარება 25:4გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით.
- მათეს სახარება 25:10როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.
- მათეს სახარება 5:16დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.
- მათეს სახარება 25:1მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად.
- ესაია 5:27არავინ იქნება დამაშვრალი მათ შორის, არც შებარბაცებული; არ ჩათვლემს, არ დაიძინებს, სარტყელი არ შეეხსნება წელზე და ფეხსამოსის თასმები არ დაუწყდება.
- ესაია 11:5სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე,
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 12
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში