
ლუკას სახარება 12:43 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.
ლუკას სახარება 12:43 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 21 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 12:43 კონტექსტში
12:41უთხრა მას პეტრემ: უფალო, ჩვენ გვეუბნები ამ იგავს თუ ყველას?
12:42და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?
12:43ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.
12:44ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელ თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.
12:45მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყებს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას,
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 12
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში