
ლუკას სახარება 12:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელ თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.
ლუკას სახარება 12:44 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 21 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 12:44 კონტექსტში
12:42და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?
12:43ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.
12:44ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელ თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.
12:45მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყებს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას,
12:46მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 12:44
- ლუკას სახარება 22:29და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი.
- ლუკას სახარება 22:30რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი.
- ლუკას სახარება 19:17უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ; რაკი მცირედში სანდო იყავი, ათი ქალაქის მმართველობას მოგანდობ შენ.
- ლუკას სახარება 19:19და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ.
- მათეს სახარება 24:47ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელ თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.
- დანიელი 12:2მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.
- დანიელი 12:3მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი - ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე.
- გამოცხადება 3:18გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 12
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში