გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 12:53 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 12:53

დიახ, განდგება მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან.

ლუკას სახარება 12:53 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 10 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 21 კვირის ოთხშაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 12:53 კონტექსტში

12:51იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება.

12:52რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს;

12:53დიახ, განდგება მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან.

12:54და უთხრა ხალხსაც: როდესაც ხედავთ დასავლეთიდან ამომავალ ღრუბელს, მაშინვე ამბობთ: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება.

12:55ხოლო როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: გვალვა იქნებაო, და ასეც ხდება.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 12:53

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 12

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში