
ზაქარია 13:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეტყვიან: ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე? მიუგებს: ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.
ზაქარია 13:6 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 13:6 კონტექსტში
13:4იმ დღეს იქნება, რომ გაწბილდებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვებისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს თვალის ასახვევად.
13:5იტყვიან: არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი კაცი ვარ, რადგან ადამია ჩემთვის მაგალითი სიყრმიდანვე.
13:6ეტყვიან: ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე? მიუგებს: ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.
13:7მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.
13:8მთელ ქვეყანაზე, ამბობს უფალი, ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება.
პარალელური ადგილები: ზაქარია 13:6
- ფსალმუნები 22:16რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
- იოანე 18:35მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე?
- იგავესნი 27:5ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია.
- იგავესნი 27:6მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.
- იოანე 19:14იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე!
- იოანე 19:16მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო.
- გამოცხადება 14:11კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.
- გამოცხადება 13:16და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
განაგრძე კითხვა: ზაქარია 13
სრულად წაიკითხე: ზაქარია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში