
ლუკას სახარება 13:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ?
ლუკას სახარება 13:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 21 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 13:2 კონტექსტში
13:1ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს.
13:2მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ?
13:3არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.
13:4ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 13:2
- იოანე 9:2მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?
- მოციქულთა საქმენი 28:4მის მკლავზე შემოხვეული გველის დანახვისას იქაურებმა ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგანაც ზღვისგან თავდაღწეულს სამართალი უსწრაფებს დღესო.
- იობი 22:5განა დიდი არ არის შენი სიბორეტე? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს?
- იობი 22:16რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.
- ლუკას სახარება 13:4ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 13
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში