
იობი 22:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.
იობი 22:16 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 22:16 კონტექსტში
22:14ღრუბელი აქვს საფარველად და ვერ იხედება, ცარგვალს უვლისო გარშემო.
22:15ნუთუ ძველ გზას ადგახარ, ავკაცები რომ დადიოდნენ?
22:16რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.
22:17ღმერთს ეუბნებოდნენ: გაგვეცალე! რას გვარგებსო ყოვლადძლიერი?
22:18მან კი სახლები აღვსო დოვლათით. შორს იყოს ჩემგან ბოროტეულთა რჩევა!
პარალელური ადგილები: იობი 22:16
- იობი 15:32უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს.
- შესაქმე 7:17ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ.
- შესაქმე 7:24მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:5თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას;
- მათეს სახარება 24:37და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
- მათეს სახარება 24:39და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
- შესაქმე 7:11ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:19რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც,
განაგრძე კითხვა: იობი 22
სრულად წაიკითხე: იობი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში